თურქეთში ნაღმზე ავტობუსის აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

თურქეთში ნაღმზე ავტობუსის აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

თურქეთის პროვინცია მარდინში, სირიის საზღვართან ახლოს ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა. შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 სამართალდამცველი. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. 
წინასწარი ვერსიით, თავდასხმა "ქურთების მუშათა პარტიის" წევრებმა განახორციელეს. საართალდამცველები აფეთქების ორგანიზატორებს ეძებენ. 

ბოლო რამდენიმე თვეა თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ქურთ მებრძოლებსა და ქვეყნის არმიას შორის დაპირისპირებამ ინტენსიური სახე მიიღო. 

ივლისის შუა რიცხვებში თურქთის არმიამ რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა "ქურთების მუშათა პარტიის" წინააღმდეგ. საპასუხოდ, ქურთი მებრძოლები ხშირად ესხმიან თავს სამხედროებს.