არსებული ინფორმაციით, ოქროყანაში მოკლული პირი ყოფილი პოლიციელია

არსებული ინფორმაციით, ოქროყანაში მოკლული პირი ყოფილი პოლიციელია

არსებული ინფორმაციით, ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს მოკლული ყოფილი პოლიციელი, რევაზ კალომლეწავია, რომელიც ლევან გვაზავას ახლო ნათესავია.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა კი თავის არეშია დაჭრილი და ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ლევან გვაზავა ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა შსს-ში გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობას არ აკონკრეტებენ. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.