ოქროყანაში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. დაჭრილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავაა, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა შსს-ში გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობას არ აკონკრეტებენ.