ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა შესანიშნავი ვიზიტისა და კარგი თანამშრომლობისთვის",- წერს იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ნატო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 26-27 აგვისტოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე - ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა ერთობლივად გახსნეს ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი. პრემიერის ორგანიზებით, იენს სტოლტენბერგი ასევე შეხვდა, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტისას დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახს.