თურქეთში ორი ბრიტანელი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში ორი ბრიტანელი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ორი ბრიტანელი ჟურნალისტი დააკავა. "როიტერის" ცნობით, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მთავრობის აკრედიტაციის გარეშე მუშაობის გამო აიყვანეს. ჟურნალისტები - ჯეიკ ჰანრაჰანი და ფილიპ პენდლბერი Vice News-ის თანამშრომლები არიან. ისინი დიარბაკირის პროვინციაში დააკავეს მაშინ, როდესაც თურქ სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის დაპირისპირებას იღებდნენ.

Vice News-ი საერთაშორისო მაუწყებელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოვლენებს აშუქებს, ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და საგამოძიებო რეპორტაჟებს.