განაში რამდენიმე უნივერსიტეტში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს არჩევენ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, განის მთავრობა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები სტუდენტებს არჩევენ და მათ რადიკალური დაჯგუფების ონლაინ-ფორუმებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
განის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ორი განელი უკვე შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. მათ შორის 25 წლის წლის ახალგაზრდაა, რომელიც განაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა.
"ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს.
მას მებრძოლები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან.