ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასავლელებს კიდევ ორი დღით კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასავლელებს კიდევ ორი დღით კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ორი დღის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის მიმოსვლა შეიზღუდება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი იტყობინება, რომ 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები მიმომსვლელთათვის დაიკეტება.

როგორც დე ფაქტო რეჟიმი იტყობინება, აღნიშნული შეზღუდვა ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირება.

„ეს ზომები სამხრეთ ოსეთში ახალი სასხავლო წლისა და ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკაავშირეით უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო მიიღება“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მოქალაქეებისთვის ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში 2 სექტემბრიდან აღდგება.

დე ფაქტო რეჟიმმა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელები ე.წ. დამოუკიდებლობის დღის გამო 25 და 26 აგვისტოსაც ჩაკეტა. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების მიმოსვლა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების საშუალებით ხორციელდება. ეს პუნქტები განლაგებულია სოფელ მოსაბრუნში, სინაგურში და პერევში.