უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ბათუმში იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იტყობინება.
ვიქტორ იუშენკო ბათუმში მეუღლესთან ერთად იმყოფება. უკრაინის ექსპრეზიდენტი საქართველოს ზღვისპირა ქალაქს ათვალიერებს.
ვიქტორ იუშენკო უკრაინის პრეზიდენტის რანგში საქართველოს, მათ შორის, ბათუმს არაერთხელ სტუმრობდა.