ნატო-ს ცენტრის გახსნა არანაირად არ უკავშირდება საფრთხეების გაზრდას არც ერთი მეზობელი ქვეყნისთვის

ნატო-ს ცენტრის გახსნა არანაირად არ უკავშირდება საფრთხეების გაზრდას არც ერთი მეზობელი ქვეყნისთვის

ნატო-ს ცენტრის გახსნა არანაირად არ უკავშირდება საფრთხეების გაზრდას არც ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, რითაც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაკეთებულ კრიტიკურ შეფასებებს გამოეხმაურა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად და ცალსახად განაცხადა, რომ ნატო-ს ცენტრის გახსნა არანაირად არ უკავშირდება საფრთხეების გაზრდას არც ერთი მეზობელი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მეც ვუერთდები და ვიზიარებ ამ პოზიციას", - განაცხადა დავით სერგეენკომ მედიასთან საუბარში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტურგიას დაესწრო. დავით სერგეენკომ მართლმადიდებელ მრევლს მარიამობა მიულოცა და თითოეული მოქალაქეს ჯანმრთელობა უსურვა.

"ვულოცავ მთელს საქართველოს მარიამობას და ქვეყანას - გამთლიანებას, წარმატებას და განვითარებას, თითოეულ მოქალაქეს კი _ ჯანმრთელობას და სიხარულს ვუსურვებ", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.