ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს სოფელ აძვში დაფიქსირებული ყირიმ-კონგოს ვირუსის შემთხვევის კომენტირებისას განუცხადა და განმარტა, რომ სპეციალისტები პაციენტის გამოსაკვლევად სოფელში უკვე წავიდნენ.
"საქართველოში წლის განმავლობაში ყირიმ-ჯკკონგოს ცხელების 5-დან 7 შემთხვევამდე ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები მომზადებულები არიან და ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. დამერწმუნეთ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.