ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას თავად უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

სერგეენკოს მტკიცებით, შეკვეცას ან შემცირებას არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამა არ დაექვემდებარება.

"ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ დაექვემდებარება შეკვეცას ან შემცირებას. ჩვენ წლის დასაწყისიდან უკვე შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ასეც გაგრძელდება, ანუ შემცირება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება", - განაცხადა სერგეენკომ.