„ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შუალედური ნაბიჯები გვაქვს“

„ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შუალედური ნაბიჯები გვაქვს“

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავარი არა MAP-ის მიღებაა, არამედ სააქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება.

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საქართველო-ნატოსთან ურთიერთობაში სხვა ეტაპზე გადავიდეს.

„ვფიქრობ, რომ ამ გზაზე აუცილებელი წინაპირობა არა MAP-ის მიღბა, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყეებაა. ეს მოხდება MAP-ის, როგორც ნაბიჯის, დღის წესრიგიდან ამოღებით, თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმით პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ერთი წლის გამავლობაში საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს, მას ერქვას პირდაპირ გაწევრიანების ნაბიჯები“, - განაცხადა ხიდაშელმა.