სუს-ი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს არ ადასტურებს

სუს-ი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს სოფელ კარალეთთან საჰაერო სივრცე ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ დაირღვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს არ ადასტურებს", - განუცხადეს "პირWელს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გავრცელებული ცნობით, იმ დროს როდესაც კრწანისის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია მინდინარეობდა, სოფელ კარალეთის მახლობლად საქართველოს საჰაეროს სივრცეზე რუსეთის სამხედრო ვეტმფრენი გამოჩნდა.