რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა, არც პირველია და შეძლება არც ბოლო იყოს - ასე გამოეხმაურა გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, მსგავსი ფაქტები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

„ამისთვის არებობს შესაბამისი ორგანოები, შტაბები, სადაც განიხილავენ გარკვეულ სცენარებს. ჩვენი საქმეა ვაკეთოთ ის, რაც დაგეგმილი გვაქვს და გადაუხრელად ვიაროთ ნატო-სკენ სამწუხაროდ ეს პირველი არ არის და არც ბოლო იყო“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გავრცელებული ცნობით, იმ დროს როდესაც კრწანისის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია მინდინარეობდა, სოფელ კარალეთის მახლობლად საქართველოს საჰაეროს სივრცეზე რუსეთის სამხედრო ვეტმფრენი გამოჩნდა.