„ნატო-ს გაფართოებით, ფართოვდება თავისუფლების საზღვრები“

„ნატო-ს გაფართოებით, ფართოვდება თავისუფლების საზღვრები“

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.

როგორც ხიდაშელმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი დღე მნიშნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, არჩევანის ურყეობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.

„თავდაცვის სამინისტროსთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ ქვეყნისთის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ნატო-საქართველოს სასწავლო ბაზის გახსნას. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებდა, რომ დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით. განსაკუთრებული მადლობა ნატო-ს ჯგუფს, რომლებიც, ქართველ კოლეგებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი წარმატებისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესუსრსის მობილიზებით და პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც დარწმუნებული ვართ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. დღევანდელი დღე მნიშნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყეობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთის. საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია. ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.

"ნატო-ს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სივრცეზე, უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს მოაქვს მშვიდობა. საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა ბევრი თაობის ოცნება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, დიდსა და პატარას ქალსა და მამაკაცს, ჩვენს ახალგაზრდებს სამხედრო ფორმით გვაქვს ამბიცია, რომ მრავალი ქართული თაობის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისა და ოკუპაციისაგან და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში“, - განაცხადა ხიდაშელმა.