იური ვაზაგაშვილის მეუღლე მთავარ პროკურატურაში იმყოფება

იური ვაზაგაშვილის მეუღლე მთავარ პროკურატურაში იმყოფება

მთავარ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მეუღლეს და ადვოკატებს ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იგი ადვოკატებთან ერთად გაეცნობა გამოძიების ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ორ პირს საფრანგეთსა და ამერიკაში ეძებენ, როგორც ციალა შანავამ აღნიშნა, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარი საქმე ძიებაშია. ამ საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე კი უკვე ბრალდებულია გია სოსანაშვილი. მის საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს.