კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია იმართება.

ცენტრი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ცენტრის გახსნაზე შესრულდა როგორც საქართველოს ასევე ნატო-ს ჰიმნი.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობენ.

ცენტრის გახსნას, ასევე ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ცერემონიალზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისებში დაღუპულ ქართველ სამხედროებს.