„ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“

„ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოს რეფორმებს და ხაზს უსვამს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და გააძლიერებს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

„არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გაერთიანებული წვრთნები. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები, თავდაცვის მინისტრების დონეზე, აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს - საქართველოში. ყველა ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა ეს მცდელობა ეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო, რეფორმების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.