„ჩვენ პატივს მივაგებთ საერთაშორისო მისიებში გაღებულ მსხვერპლს და მათ მიმართ მადლიერებას გამოვთქვამთ“

„ჩვენ პატივს მივაგებთ საერთაშორისო მისიებში გაღებულ მსხვერპლს და მათ მიმართ მადლიერებას გამოვთქვამთ“

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მისითვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა.

ამის შესახებ გენმდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი ქვეყანაა უსაფრთხოების სფეროში და ის არის მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ავღანეთის მისიაში.

„ეს დაკავშირებულია მსხვერპლთან, რომელიც ქარველმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ მსხვერპლს და მათ მიმართ მადლიერებას გამოვთქვამთ. ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დახმარებას უწევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.