ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებას შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.

მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

დღესვე, 14:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.