კიევში წუხელ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

კიევში წუხელ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

კიევში "სბერბანკის" ერთ-ერთ ფილიალთან ახლოს გვიან ღამით აფეთქება მოხდა. "ლიგა.ნეტის" ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ბანკის შენობა. დაშავებულები არ არიან. ამჟამად ექსპერტები სწავლობენ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

პოლიციამ კი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით.

თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.