ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.

დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი თავდაცვის მინისტრს შეხვდა, შემდგომ კი კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრება.