დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა რუსეთის მეზობელ და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მკვეთრად გაუარესდა

დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა რუსეთის მეზობელ და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მკვეთრად გაუარესდა

2015 წელს დოლართან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა, რუსეთის მეზობელ და ყოფილ საბჭთა ქვეყნებში მკვეთრად გაუარესდა

Bloomberg-ის მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა არა ერთი  ქვეყნის ეროვნული ვალუტა.

განსაკუთრებით დრამატულად შემცირდა  რუსული  რუბლის კურსი. თუკი 2014 წლის დასაწყისში დოლარი 32 რუბლი ღირდა, 2015 წლის აგვისტოში  მისი ღირებულება 67 რუბლს შეადგენს.

არსებული მონაცემებით,  წელს  33 %-ით გაუფასურდა ბელორუსული რუბლი, 29%-ით უკრაინული გრივნა, 28 % -ით ყაზახური ტენგე, 26%-ით აზერბაიჯანული მანათი,19%-ით  თურქმენული მანათი. მოლდოვური ლეუ და ქართული ლარი კი 18%-ით გაუფასურდა.