მაშველ-მეხანძრეები ბათუმსა და ფოთში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ

მაშველ-მეხანძრეები ბათუმსა და ფოთში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დამატებით მობილიზებულ იქნა სამაშველო ჯგუფები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა.

სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.

ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.