დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი გაჩნდა

დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი გაჩნდა

ირლანდიაში, დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ "ტვიტერზე" ინფორმაციას თავად აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, გაუქმებულია ყველა რეისი. ის თვითმფრინავები, რომლებიც დუბლინში უნდა დაფრენილიყო, ქალაქ ბელფასტსა და შენონში გაუშვეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.