ავღანეთში თავდასხმის შედეგად ნატო-ს ორი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად ნატო-ს ორი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში სამხედროს ფორმაში გადაცმულმა ორმა ადამიანმა ნატო-ს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. "ბიბისის" ცნობით, შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი ვინაობა და ეროვნება ჯერ არ სახელდება.

შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ალიანსის სამხედროებმა თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. მსგავსი შემთხვევები ავღანეთში ხშირია. თავდასხმებს მოძრაობა "თალიბანი" ახორციელებს. ისინი ნატო-ს სამხედროების ქვეყანაში ყოფნას აპროტესტებენ.