ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა

დღის ბოლოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა.