„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და ვალდებულებაა, რომ სწორი მოლოდინები შექიმნას“

„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და ვალდებულებაა, რომ სწორი მოლოდინები შექიმნას“

ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მირიან გოგიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის სწორი მართვა მიმდინარეობს.

„მოლოდინებს ძალიან დიდი მნიშველობა აქვს ლარის კურსის გამყარებაში. მოლოდინის ეფექტის შექმნა და მოლოდინის მართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და ვალდებულება. მე ვთვლი, რომ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის სწორი მართვა მიმდინარეობს“, - განაცხადა მირიან გოგიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება მოკლე ვადაში ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს, მას გრძელვადიანი გეგმა უნდა ჰქონდეს შექმნილი იმისათის, რომ ლარის კურსი თავისი ბუნებრივი წონასწორობით იყოს დასტაბილურებული.

„ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს წარმოების სტიმულირების პოლიტიკა და რეალური სექტორის სტიმულირების პოლიტიკა, მაგრამ ამაში ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სექტორი და წვდომა ფინანსებთან, რომელიც ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ყველა ხელისუფლების დანაშაული არის ის, რომ  წარმოების პოლიტიკასთან და რეალური სექტორის სტიმულირების პოლიტიკასთან დაკავშირებით ქმედუნარიანი ნაბიჯები არავის არ აქვს გადადგმული, მაგრამ მიმდინარე მოკლევადიან პერსპექტივაში მე ხელისუფლების პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. მე ვხედავ გარკვეულ წილად გარე ფაქტორს და ეროვნული ბანკის პრობლემას“, - განაცხადა გოგიაშვილმა.