თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს დროებითი მთავრობის ფორმირება დაავალა , რომელიც ვადამდელ არჩევნებამდე იმუშავებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩენების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა გასულ კვირას განაცხადა, ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავთოღლუმ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა.
ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგად დავუთოღლუს მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვეღარ მოიპოვა. თუმცა, არჩევნები განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ქურთების მხარდამჭერი პარტიისთვის.
კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მთავარ ოპოზიციურ პარტიებთან მარცხით დასრულდა.
როგორც მოსალოდნელია, ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება.