სოზარ სუბარის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ერთხელ უკვე მოხდა და ეს მის უწყებას არ შეხებია

სოზარ სუბარის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ერთხელ უკვე მოხდა და ეს მის უწყებას არ შეხებია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ერთხელ უკვე მოხდა და ეს მის უწყებას არ შეხებია. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ბიუჯეტის კორექტირება თუ მოხდება, შეეხება თუ არა ეს მის სამინისტროს.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით წელს 20 მილიონი ლარით გაიზარდა სამინისტროს ბიუჯეტი და სავარაუდოდ, მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება ის დახმარებები, რომელიც დევნილთა მიმართულებით არის გამოყოფილი. 

"აქვე გეტყვით, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე 1164 ოჯახს დაუკანონდა ბინები 1 ლარად. მომდევნო მთავრობის სხდომისთვის მომზადებულია კიდევ დაახლოებით 700-ზე მეტი ოჯახისთვის ბინების დაკანონება და ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა სუბარმა.