ნოდარ ჯავახიშვილი:  წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს ქართველებს

ნოდარ ჯავახიშვილი: წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს ქართველებს

წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს ქართველებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა კონსტიტუციის დღის - 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

"კონსტიტუციის დღეზე ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი, მაგრამ ისე თუ ჩავუღრმავდებით, უამრავი, წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს ქართველებს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს. როგორც პრეზიდენტმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი, სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.