„ბიზნესში და საზოგადოებაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე“

„ბიზნესში და საზოგადოებაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე“

როგორც ექსპერტმა ლევან კალანდაძემ „პირWელს“ განუცხადა, საერთაშორისო ბარზებზე არსებული აჟიოტაჟური სიტუაცია, მნიშვნელოვან წილად აისახა ქართულ სავალუტო ბაზარზე.

კალანდაძე აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი აღმასრულებელი ხელისუფლების და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობაა.

„საერთაშორისო ბარზებზე არსებული აჟიოტაჟური სიტუაცია, რომელსაც საბოლო ჯამში ბირჟებზე საფონდო ინდექსების ჩამოშლა მოყვა, მნიშვნელოვან წილად აისახა ქართულ სავალუტო ბაზარზე. ბუნებრივია, ჩვენ მნიშვნელოვან წილად ვართ დამოკიდებული უცხოურ ბაზრებზე და აქედან გამომდინარე ის ნეგატიური ტენდენციები, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება ხოლმე, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. ლარის კურსს მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ის მოლოდინები, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს და მაშინ, როცა ბიზნესში და საზოგადოებაში მნიშვნელოვანად იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე ბუნებრივია ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. წინა კვირას იყო დააონსებული, რომ ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარამდე ჩამოვიდოდა, ანუ ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეს ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ ვალუტებზე, მხედველობაში მაქვს რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. მეორე მოლოდონი დაკავშირებული იყო ჩინეთის სავალუტო ბაზრის ჩამოშლის გარდაუვალობასთან, ამის შესახებაც ბიზნესმა და საზოგადოებამ იცოდა და ბუნებრივია დაიწყეს წინასწარ თადარიგის დაჭერა. ამან ბუნებრივია მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა დოლაზე მოთხოვნის კუთხით და ბუნებრივია ლარის გაუფასურებას ამან ხელი შუეწყო“, - განუცხადა „პირWელს“ კალანდაძემ.

ექსპერტი არსებული ვითარებიდან გამოსავალს ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით ხედავს.

„უპირველეს ყოვლისა ეროვნულმა ბანკმა უნდა მოხდინოს კორექტირება მონეტარული პოლიტიკის, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს რეფინანსირებული სესხების პოლიტიკა, ანუ რეფინანსირებული სესხების ოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის გაზრდას. მეორე საკითხი უკავშრდება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას, ესაა პრივატიზაციის ტემპი, რომელშიც მთლად კარგი შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ მაბალანსებელი ინსტრუმენტების ამოქმედება და გამოყენება, რომელმაც ლარის დოლარის შორის თანაფარდობა მეტ-ნაკლებად უნდა აღადგინოს“, - განაცხადა კალანდაძემ.