პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საცხოვრებელი ფართი 10,000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
„ეს პროცესი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე 5,120 დევნილ ოჯახს გადაეცა“, – აღნიშნა პრემიერმა.