თბილისში მომხდარი ავარიისას სასწრაფო დახმარების ორი ექიმი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავარიისას სასწრაფო დახმარების ორი ექიმი დაშავდა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ექიმი დაშავდა. ერთმანეთს გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფოს ავტომობილი და "პასატის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავდა ბრიგადის ორივე ექიმი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინაერეობს.