ავღანეთის დასავლეთ რეგიონში, ქალაქ ჰერათში მდებარე გაზის ერთ-ერთ ტერმინალზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგად 10 ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. დაშავდა 18 ადამიანი. ყველა დაღუპული და დაშავებული ტერმინალთან ახლოს მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკიდანაა. ჯერ უცნობია, მომხდარის გამომწვევი მიზეზები.
პოლიცია ვერ აკონკრეტებს იყო ეს თავდასხმა თუ არა.