საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის. პრემიერმა პრეზიდენტს მადლობა საჯაროდ, პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. ღონისძიებას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.