"გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ერთი დელეგაცია გაემგზავრება"

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი იმ ღონისძიებას დაესწრება, რომელიც არის სპეციალური თემატიკის.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრემიერი ქვეყნის ხელმძღვანელია და სიტყვით ის გამოვა.

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრემიერი წარადგენს საქართველოს დელეგაციას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს ხელმძღვანელი, გამოვა სიტყვით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, რომ სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაერო-ს კვირეულის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნება აღმოსავლეთ ქვეყნების ფარგლებში ქალების გენდერულ განვითარების პრობლემატიკას და მას დაესწრება პრეზიდენტი," - განაცხადა ბერუჩაშვილმა