პრეზიდენტი 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, 24 აგვისტო, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

დამსწრე საზოგადოებას ეს იდეა პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაუზიარა.

„მინდა დამსწრე საზოგადოებას ერთი იდეა გაგიზიაროთ - დღევანდელი დღის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე, რაც ასევე კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეულის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნა.