თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუცია არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ინტერპრეტაციის ხელყოფის, მასზე ძალდობის საგანი.
ეს განცხადება ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი გამართულ მიღებაზე გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი კარიერა, მთლიანად ამ პროცესებთან იყო დაკავშირებული.
„ჩვემთვის, პირადად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი კარიერა მთლიანად ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. კონსტიტუცია არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ინტერპრეტაციის ხელყოფის, მასზე ძალდობის საგანი. ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია 2012 წლამდე, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბებთან ერთად, რაც 2012 წელს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ, კონსტიტუციაზე ძალადობაც ასევე, ისტორიის კუთვნილება გახდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.