საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რკინიგზასთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო ნორმების სრულ დარღვევად აფასებს.
თინა ხიდაშელის თქმით, თბილისს ინფორმაცია არ აქვს თუ რა დანიშნულებით აპირებს რუსეთი გაწმენდილი რკინიგზის გამყენებას.
"რკინიგზა, ეს ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. თავისთავად ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებას ახორციელებენ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, კიდევ ერთი ჩვენება და მაგალითია, იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენ მიწაზე, ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე საერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაგრამ არაა ახალი, შეჩვეული ვართ, ვიცით, გასაგებია, ალბათ კიდევ მეტს გააკეთებენ. მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისათის, რომ იმ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის გადმოსვლა. რაც უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებენ, რკინიგზას აღადაგენენ თუ მსგავსი ტიპის საქმეებს გააკეთებენ, როდესაც აფხაზეთი დე ფაქტო საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება ადგილზე“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერლ დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირეული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სამხედროები მუშაოებენ. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.