ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

როგორც „პირWელს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა იკლებს.

მისი თქმით, დედაქალაქში ორი დღეს განმავლობაში ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.

„თბილისში მოსალოდნელია წვიმა ორი დღეს განმავლობაში, შესაძლებელია, ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, უმეტესად წვიმაა, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. დასავლეთ საქართველოშიც წვიმაა. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა 26 გრადუსზე დაიწევს“, - განაცხადა გვაზავამ.