პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნება.

„მნიშვნელოვანი დღეა, მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც  ქვეყნის უმთვრესი სამართლებრივი ჩარჩო კანონია 20 წელი შეუსრულდა“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

დავით პატარაიას განცხადებით, ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.