იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. "ფოქს-ნიუსის" ცნობით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ტოკიოდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ქალაქ საგამიჰარაში მდებარე სამხედრო ბაზის საწყობში მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ არც აფეთქების მიზეზებზე საუბრობენ.
სოციალურ ქსელებში აფეთქების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება. მომხდარი უკვე დაადასტურეს პენტაგონში.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, საწყობში, სადაც აფეთქება მოხდა, სამხედრო აღჭურვილობა და ნავთობპროდუქტები ინახება.