ფონიჭალაში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ფონიჭალაში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ფონიჭალაში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი გვამი დღეს იქნა ნაპოვნი. მისი იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა, თუმცა როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი, ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.