ე.წ.სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ საზღვარს ორი დღით - 25-26 აგვისტოს ჩაკეტავს. ამის შესახებ ოსური მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება.
ე.წ.საზღვარზე მიმოსვლა 27 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.