არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა

არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი დაშავებული ქალი გამოიყვანა. ერთ ქალს აღენიშნება სხვადასხვა სახის მოტეხილობები, სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.