უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ახალგაზრდულ ცენტრში მოხდა, სადაც ის მოხალისეები იმყოფებოდნენ, რომლებიც უკრაინის არმიის წევრებს ეხმარებიან.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა ცენტრის შენობა. პოლიციის ცნობით, მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის საქმე "ხულიგნობის" მუხლით აღიძრა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.