სოფელ ღანირის მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ ღანირის მოსახლეობამ აქცია გამართა

სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირის მოსახლეობამ სოფელში განთავსებული კომპანია "ჯეოსელის" ანძის დაშლის მოთხოვნით დღეს აქცია გამართა. აქციის მონაწილეებთან კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ. 

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენლებმა ანძის დასაშლელად სამი დღე ითხოვეს. პარალელურად, მოსახლეობამ საკითხის შესწავლის თხოვნით გარემოს დაცვის სამინიტროსა და პარლამენტის აპარატს მიმართა. 

მოსახლეობის განცხადებით, მათ აქვთ დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოსხივება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე გარემოს.