ერაყში

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფადილ აჰმად ალ-ჰაიალი ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. 
გავრცელებული ცნობით, იგი ქალაქ მოსულში საკუთარ მანქანაში მოკლეს. 

ალ-ჰაიალი ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთ წამყვან ლიდერს წარმოადგენდა, იგი კოორდინირებას უწევდა ერაყსა და სირიას შორის იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ადამიანების ტრანსპორტირებას. მისი მკვლელობა "ისლამურ სახელმწიფოს" სერიოზულ ზიანს მიაყენებს.