კვებითი ინტოქსიკაციით ქობულეთის საავადმყოფოში დღეში 20-25 პაციენტი შედის. პაციენტების სიმრავლე, ბათუმის მსგავსად, ქობულეთის სამედიცინო ცენტრშიც შეინიშნება. საავადმყოფოში მისული ბავშვები და მოზარდები ძირითადად, სიცხიანობას, დიარეასა და პირღებინებას უჩივიან. პაციენტებს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის ირინა დოლიძის ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაციით ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დღის განმავლობაში 20-25 პაციენტი შედის.
ინფექციური წარმოშობის ვირუსების გამო საავადმყოფოები გადატვირთულია ბათუმშიც.